- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
საქართველოს პენცენტრი აცხადებს ლიტერატურულ პრემიას, „ლიტერა 2025."
პრემია გაიცემა 6 ნომინაციაში.
1.წლის საუკეთესო დებიუტი
2.წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
3.წლის საუკეთესო პოეტური კრებული
4.წლის საუკეთესო პროზაული კრებული
5.წლის საუკეთესო რომანი
6.პენცენტრის სპეციალური პრიზი
ლიტერატურულ პრემიაზე საკონკურსოდ განიხილება 2024 წელს ქართულ ენაზე გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები; პრემიაზე წარდგენილი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა; წიგნის კონკურსზე წარდგენა შეუძლია მხოლოდ გამომცემლობას. კონკურსის შედეგებს აფასებს საქართველოს პენცენტრის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება. გამონაკლისის სახით შესაძლოა პრემიის გაყოფა კონკრეტულ ნომინაციაში, ასეთ შემთხვევაში იყოფა საპრიზო თანხაც.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია, 4000 ლარი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 21 მარტი .
კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური წარადგენს ამა წლის ნოემბრის ბოლოს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დეკემბერში.
გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის პენცენტრის ოფისში (ქიქოძის ქ. #16 ) უნდა წარმოადგინონ:
განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, პენცენტრის სახელზე. განაცხადის ფორმა იხ. დანართი 1.
საკონკურსოდ შერჩეული წიგნების 5 ეგზემპლარი;
წიგნების ჩაბარება შესაძლებელი იქნება ყოველ პარასკევს, 12.00 -18.00 საათამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@pencenter.ge
ტელ: 593393866