განცხადებები

პენცენტრის საგანგებო განცხადება პრემია „ლიტერასთან“ დაკავშირებით

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2021-07-29 25053
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ წელს პირველად დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიის ჟიურიში თავისი წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი მიავლინა. 
 
აქამდე „ლიტერას“ ჟიური ყოველწლიურად იცვლებოდა. ჟიურის წევრები იყვნენ მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, მთარგმნელები. მიუხედავად იმისა, რომ პრემიას სახელმწიფო აფინანსებდა, დღემდე არავინ ერეოდა „ლიტერას“ საქმიანობაში. პრემია თავისუფალი იყო პოლიტიკური კონიუნქტურისაგან.
 
ახლა ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. წულუკიანმა კულტურული ჟანდარმერიის შემოყვანა გადაწყვიტა და მოინდომა კულტურაზე კონტროლის ყველაზე ბნელი ტოტალიტარული ტრადიციების აღდგენა.  
 
მიგვაჩნია, რომ მინისტრის მსგავსი თავხედური ჩარევა ლიტერატურულ პროცესში მწერლებისთვის და ჟიურის წევრებისთვის შეურაცხმყოფელია. მწერლებიც და ჟიურიც თავისუფალნი უნდა იყვნენ ყოველგვარი პოლიტიკური კონტროლის მცდელობისაგანაც კი. ამ პრემიის რეპუტაციას განსაზღვრავენ მასში მონაწილე მწერლები და გადაწყვეტილების მიღების თავისუფალი, დემოკრატიული პროცესი: გადაწყვეტილებას იღებენ აღიარებული პროფესიონალები და არა პარტიული ერთგულების ნიშნით შერჩეული დილეტანტი ჩინოსნები. მადლობას ვუხდით იმ მწერლებს და ჟიურის წევრებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უკვე დატოვეს „ლიტერა“. დარწმუნებულები ვართ,  რომ ეს სია გაიზრდება. 
 
მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის მიერ დანიშნული „ლიტერას“ ჟიურის წევრი,  შეწყვიტოს მისთვის სრულიად უცხო სფეროში ცენზურის დაწესების მცდელობა და მწერლების პარტმუშაკებად ქცევაზე ოცნება. ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, გამომცემლები, ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ამ საკითხში ერთიანნი ვართ და ვიქნებით. ჩვენ არ დავუშვებთ ქართულ მწერლობაზე პარტიული კონტროლის დაწესებას. 
 
 
ხელმოწერები (განახლებადია):
 
 
1. პაატა შამუგია
2. ზაალ ანდრონიკაშვილი
3. ნინო სურამელაშვილი
4. ნატო დავითაშვილი
5. დალილა გოგია
6. ნათია გიორგაძე
7. რუსუდან რუხაძე
8. ეკა ქევანიშვილი
9. გიორგი ლობჟანიძე
10. დარეჯან კიკოლიაშვილი
11. რატი მუჯირი
12. ბექა ქურხული
13. დავით ქაშიაშვილი
14. ბელა ჩეკურიშვილი
15. ხათუნა ცხადაძე
16. მაია ბადრიძე
17. ლანა კალანდია
18. არჩილ ქიქოძე
19. ანა კოპალიანი
20. ბექა ადამაშვილი
21. გია გოკიელი
22. მანანა მათიაშვილი
23. ქეთი ნიჟარაძე
24. ირაკლი კაკაბაძე
25. გიორგი შონია
26. დიანა ანფიმიადი
27. ირმა შიოლაშვილი
28. ნატო ინგოროყვა
29. ნათია მიქელაძე
30. ოთარ ჯირკვალიშვილი
31. ბესო სოლომონაშვილი
32. შოთა იათაშვილი
33. ლელა ცუცქირიძე
34. ერეკლე დეისაძე
35. ზურაბ პაპიაშვილი
36. მაია ალუდაური
37. მალხაზ ხარბედია
38. მაია კუდავა
39. ზვიად კვარაცხელია
40. ვასილ გულეური
41. თამთა მელაშვილი
42. გურამ მაცხონაშვილი
43. ნიკა ლაშხია
44. ლელა სამნიაშვილი
45. ნიკა ჩერქეზიშვილი
46. მაკა ლდოკონენი
47. გვანცა ჯობავა
48. ბათუ დანელია
49. ელენე კვირკველია
50. ალეკო შუღლაძე
51. ნესტან ნენე კვინიკაძე
52. თეონა დოლენჯაშვილი
52. დავით რობაქიძე
53. დავით გაბუნია
54. თამარ ბართაია
55. ჯიმშერ რეხვიაშვილი
56. ივა ფეზუაშვილი
57. ლაშა ბუღაძე
58. ქარდა ქარდუხი
59. ნენე გიორგაძე
60. რეზო გეთიაშვილი
61. ეკატერინე ტოგონიძე
62. დათო გორგილაძე
63. ტორესა მოსი
64. სალომე ბენიძე
65. ნინო ამირეჯიბი რთველიაშვილი
66. მაია ლიპარტელიანი
67. თორნიკე სიბაშვილი
68. ლადო კილასონია
69. გაგა ნახუცრიშვილი
70. ზურა აბაშიძე
71. ლელა დუმბაძე
72. ელის დოჯსონი
73. მიხეილ ციხელაშვილი
74. მათე სარალიშვილი
75. ირაკლი ლომოური
76. შორენა ლებანიძე
77. ტატო ჰენკელი
78. ლექსო ქურხული
79. გიგა ბერიაშვილი
80. მარი ბექაური
81. გურამ მეგრელიშვილი
82. გიორგი კაკაბაძე
83. თამარ კვიჟინაძე
84. გიორგი მაისურაძე
85. მედეა იმერლიშვილი
86. ლუკა ბაქანიძე
87. თამრი ფხაკაძე
88. ნიკოლოზ აგლაძე
89. თემურ ჩხეტიანი
90. თორნიკე ჭელიძე
91. მაია ფანჯიკიძე
92. ქეთი ქანთარია
93. ჯანო შენგელია
94. სოფიო კუბლაშვილი
95. ირინა ტაბაღუა
96. მიხეილ ღანიშაშვილი
97. ია ჯინჭარაძე
98. ნინო ხარატიშვილი
99. ნათია როსტიაშვილი
100. ირმა ტაველიძე
101. ბელა წიფურია
102. ლევან ბერძენიშვილი
103. ხათუნა ცხადაძე
104. კატო ჯავახიშვილი
105. გიორგი არაბული
106. ბიძინა მაყაშვილი
107. ეკა ქურხული
108. თამარ შანიძე
109. დემეტრე ხუფენია
110. ნანა აბულაძე
111. ირმა შიოლაშვილი
112. გიორგი ვარამაშვილი
113. ნანა ჩიკვილაძე
114. მაია ტურაბელიძე
115. რუსუდან კაიშაური
116. ლიკა ჩაფიძე
117. პაპუნა გიორგაძე
118. გორვანელი (ლევან გორვანელი)
119. ნანა ექვთიმიშვილი
120. ირაკლი მახარაძე
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები