განცხადებები

პენცენტრი ტოტალური თვალთვალის შესახებ

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2021-09-14 9502
საქართველოს პენცენტრი ეხმიანება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლებიც, როგორც თავად ფიგურანტებმაც დაადასტურეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წევრების, აქტივისტების, ჟურნალისტების, სასულიერო პირებისა და უჩინო მოქალაქეების უკანონო თვალთვალს ასახავს. 
 
სამწუხაროდ, ქართველ სამართალდამცველებს და სასამართლოს დღემდე არ ჰქონიათ ადეკვატური რეაგირება წლების განმავლობაში მიმდინარე უკანონო მოსმენებისა და მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით. პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებისა და გასაჯაროების ტრადიციას ხელისუფლება მოქალაქეთა კონტროლის, დამონებისა და დამცირების მექანიზმად იყენებს და შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საკუთარ თავს დაისჯიან ამ საქმის ინიციატორები. მიუხედავად ამისა, გვაქვს იმედი, რომ, საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივი კონტროლი გაძლიერდება, რაც ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებზე ზეწოლას გაზრდის. მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებულია მედიის როლი. ამავე დროს, მედიამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა სენსიტიური ინფორმაცია ისე მიაწოდოს მომხმარებელს, რომ კონკრეტული უდანაშაულო ადამიანების პირადი ცხოვრება არ დააზიანოს. 
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები