ღონისძიებები

Burning Poets - ერევანში ქართულ-სომხურ-ამერიკული ფესტივალი დაიწყო

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2022-06-08 7120

8-12 ივნისს ერევანში ტარდება ქართულ-სომხურ-ამერიკული პენცენტრების ორგანიზებული ფესტივალი Burning Poets. ფესტივალი მოიცავს პოეზიის საღამოებს, დისკუსიებს და საჯარო ლექციებს. 

სომხეთი წარმოდგენილია შემდეგი ავტორებით: არმენ ოჰანიანი, არფი ვოსკანიანი, კარენ ანტაშიანი, მარინე პეტროსიანი, ჰასმიკ სიმონიანი, ტიგრან პასკევიჩიანი, ტატევ ჩაკიანი, ანუშ კოჩარიანი.
 
ფესტივალზე საქართველოდან წარდგებიან პაატა შამუგია, თამთა მელაშვილი, რატი ამაღლობელი, შოთა იათაშვილი, დიანა ანფიმიადი, არჩილ ქიქოძე, თეა თოფურია, ივა ფეზუაშვილი, დავით გაბუნია, ეკა ქევანიშვილი, ნანა აბულაძე, შალვა ბაკურაძე. 
 
ქართულ-სომხურ თარგმანებზე იზრუნა ასია დარბინიანმა., ქართული ტექსტების ინგლისურად თარგმანზე კი - ინგა ჟღენტმა.
 
ფესტივალს ორგანიზებას უწევს პოლინა სადოვსკაია პენ ამერიკიდან და არმენ ოჰანიანი პენ სომხეთიდან.

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები