"მწერლები სიძულვილის წინააღმდეგ" საქართველოს პენცენტრის პროექტია, რომელიც ვებპლატფორმა Hatecontrol.ge-ზე ხორციელდება. მისი მიზანია სიძულვილის ენასთან დაკავშირებით დისკუსიების წამოწყება და შესაბამისად, საზოგადოების სხვადასხვა სფეროზე მისი გავლენის შემცირება. პროექტის პარტნიორია გერმანიის მარშალის ფონდი.