მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ

შეიძულე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი

×
პაულა ერიზანუ
ავტორის გვერდი პაულა ერიზანუ 2020-03-12 15792
„კარგი იქნება გეებმა ამოიგლიჯონ გულები თავიანთი მკერდიდან“, - ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი რუსეთის ნაციონალურ სატელევიზიო არხზე. ოდესღაც, კრემლის ძალამ აიძულა კომუნიზმი მეზობელ სახელმწიფოებს. ახლა ის ექსპორტირდება „ტრადიციულ ფასეულობებში“.
 
როგორც ბოლო წლებში, რეგიონში სიძულვილისა და ძალადობრივი ანტი-გეი პრაიდებმა გვიჩვენეს, რუსეთის საპატრიარქო ამ ბრძოლის ეპიცენტრშია. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს უძველეს ქრისტიანულ იდეას მოყვასისადმი სიყვარულსა და ღარიბებზე ზრუნვაზე, რელიგიური ინსტიტუტი იქცა კრემლის პროპაგანდის წყაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ეს ემსახურება ძალაუფლებას, ვიდრე სიყვარულს. ეს ავრცელებს სიძულვილს.
 
ეს არ არის ახალი ფენომენი. ეს დანერგილია რეგიონის უახლეს ისტორიაში. ჩემს მშობლიურ მოლდოვის რესპუბლიკაში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც იბრძოდა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობისთვის და 1989 წლიდან რუმინეთთან შეერთებისთვის, 1992 წელს ჩაახშო რუსეთის ომმა დნესტრისპირეთში. ამავე წელს, რუმინეთის საპატრიარქოს ბესარაბიის ეკლესია რუმინეთში, არ აღიარა მოლდოვის მთავრობამ. სანაცვლოდ, ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ აღიარა მოლდოვური ეკლესია, რომელიც უკავშირდება მოსკოვის საპატრიარქოს, და გამოაცხადა ის „რუსეთის ეკლესიის სხეულის განუყოფელ ნაწილად“. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოლდოვაში, მაჟორიტარული ეკლესია ემსახურებოდა არა მხოლოდ რელიგიურ მიზანს, არამედ პოლიტიკურსაც, რუსეთის იმპერიის პროექტს.
 
მე ვიცი, რამდენი მშვენიერების, სიკეთისა და სიმშვიდის პოვნა არის შესაძლებელი რელიგიაში.  ბავშვობაში, მინდოდა გავმხდარიყავი მონაზონი, ბებიას განსაკუთრებული რწმენისა და წმინდანთა ცხოვრების საოცრად ამაღელვებელი, საშინელი ისტორიების წყალობით, ასევე ყველა იმ სუნისა და ზარის, ხატისა და სიმღერის და, რა თქმა უნდა, ტკბილეულის, რომლებსაც ვიღებდი სოფლის ეკლესიაში. მე ყოველ საღამოს ვლოცულობდი საყვარელი ადამიანებისთვის. მე დავდიოდი ჩემი ქალაქის ეკლესიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები არასოდეს ყოფილან ორგანიზებულ რელიგიაში. ისინი მტოვებდნენ ეკლესიაში და მიდიოდნენ თავიანთ საქმეებზე.
 
მაგრამ თორმეტი წლის ასაკში რაღაც შეიცვალა. რელიგიურმა ჯგუფებმა პროტესტი გამოთქვეს ფილმის  - „დავინჩის კოდი“-ს ჩვენების წინააღმდეგ, ქვები დაუშინეს თეატრის ფანჯრებს, სადაც თამაშობდნენ ევა ენსლერის პიესას „ვაგინის მონოლოგები“, ხოლო ჩემი სკოლის რელიგიის მასწავლებელმა, გვითხრა, რომ არ უნდა წავიკითხოთ წიგნი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს – „ჰარი პოტერი“. მანამდე მე ვხედავდი რელიგიას, როგორც პირად საქმეს. მას შემდეგ, მე დავიწყე მისი დანახვა, როგორც პოლიტიკური ძალის.
 
რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა, იყო ის, თუ როგორ აღიქვამდა მართლმადიდებლური ქრისტიანობა ქალებს. ოჯახში ძლიერი ქალების გრძელი მემკვიდრეობითი ხაზისა და პირადად ჩემი განათლების მახასიათებლებიდან გამომდინარე, მე არ მესმოდა, რატომ უჭერდა მხარს ქრისტიანობა იმ მოსაზრებას, რომ ქალები კაცებზე დაბლა დგანან. სწორედ ამიტომ, ისინი არ შეიძლება იყვნენ მღვდლები. ეს იყო ევა, რომელმაც ადამს ცოდვა ჩაადენინა. მე დავიწყე რელიგიის აღქმა, როგორც გამოგონილი ამბისა, რომელიც ემსახურება სიციალურ კონტროლს. იმის გამო, რომ ჩემთვის მიზოგონია იქცა ქრისტიანობის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლად, მე მივატოვე ღვთის რწმენა, და სისტემა, რომელიც უკვდავყოფდა მჩაგვრელ და სასტიკ ტყუილებს. წლების განმავლობაში, მე გავხდი ათეისტი.
 
მაგრამ სკოლის დამთავრებამდე, მე აღმოვაჩინე სულ სხვა ტიპის ეკლესია. არა როგორც მორწმუნემ, არამედ როგორც აქტიურმა დამკვირვებელმა. მე იძულებული ვიყავი, ყოველ ხუთშაბათს წავსულიყავი სამლოცველოში, როდესაც მივიღე დიდ ბრიტანეთში სწავლის სტიპენდია. თავიდან მე ვიყავი უდრეკი, და ვცდილობდი გავქცეოდი იმის თქმას, რომ მე არ ვიყავი პროტესტანტი. მაგრამ სასწავლებელმა დაიჟინა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრადიცია. ეს იყო მათი ამოსავალი წერტილი. მე ვისწავლე სიამოვნების მიღება, იმ სულიერი ერთობით, რომელსაც გვაძლევდა სიმღერა. მაგრამ რაც მე ყველაზე მეტად მხიბლავდა, ეს იყო მსახურების კონცენტრაცია თანაგრძნობასა და ქველმოქმედებაზე, ფასეულობებზე, რაც გულისხმობდა ფულის შეგროვებას მათთვის, ვინც ჩვენზე უიღბლოა, მაგალითად, სირიის ომის მსხვერპლთათვის, მათთვის ვინც დაკარგეს თავიანთი სახლები ჰაიტის მიწისძვრის დროს. ეს იყო განსხვავებული რელიგია იმისგან, რომელსაც მე მიჩვეული ვიყავი. ეს იყო სხვა სახის სოციალური და პოლიტიკური ჩართულობა. ეს მახსენებდა ბებიას მონათხრობს უძველეს წმინდანებზე, რომლებიც წირავდნენ თავიანთ კეთილდღეობას ღარიბების დასახმარებლად. ამის საწინააღმდეგოდ, იგი გარდაიქმნა ბაზარზე სხვადასხვა სერვისად, ყიდდა ნათლობას, საქორწილო ცერემონიებსა და დაკრძალვებს. მე მაინც დავრჩი ათეისტად.
 
ქრისტიანობის მიმართ მე გავხდი კიდევ უფრო ღია ოცი წლის ასაკში, ამისთვის მადლობა ჩემს კარგ მეგობარს - ალექსს, ფილოსოფიის ლექტორსა და პოეტს, რომელმაც ამიხილა თვალები ქრისტიანობის სხვა ფორმებზე, ვიდრე იმაზე, რასაც პროპაგანდას უწევს მართლმადიდებელი ეკლესია. ალექსი იყო სხვა სახის ქრისტიანი. ის იყო ჩემი ერთადერთი მეგობარი, რომელიც თავის თავს ხედავდა როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი (ასევე, ის ესწრებოდა მსახურებას კათოლიკურ ეკლესიაში, კიშინოვში, კონკრეტული მღვდლის გამო, რომელიც იქ მსახურობდა). ალექსი იყო, და ახლაც არის, ნაკლებად გასაკიცხი და მეტად გონებაგახსნილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოლდოველი ვისაც მე ვიცნობ. მას არასოდეს უთქვამს ჩემთვის ან სხვა ადამიანებისთვის, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. სამაგიეროდ, ის საუბრობდა (თუ ოცნებობდა?) ადრეულ ქრისტიანულ საზოგადოებებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ კოლექტიური ცხოვრებით და ზრუნავდნენ ერთმანეთზე, სანამ ქრისტიანობა გახდებოდა რომის იმპერიის რელიგია (და რომელიც, სხვათაშორის, ასევე ნებას რთავდა ქალბატონებს გამხდარიყვნენ მღვდლები). მისთვის, ქრისტიანობა იყო სიყვარული, საკუთარი თავის და სხვების უპირობო მიღება. ეს ფასეულობა გამოიხატებოდა მის ყოველდღიურ ქცევასა და ყოფაში - ეს ჯერ კიდევ ხდება. მე შემეძლო მხარი დამეჭირა ქრისტიანობის ამგვარი ფორმისთვის.
 
რამდენად შორსაა ალექსის ქრისტიანობა აღმოსავლეთ ევროპის ანტი-გეი დემონსტრანტებისაგან. რამდენად შორსაა მისი მსოფლმხედველობა მღვდლისაგან, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ანტიკორუფციულ, მებრძოლ პოლიტიკოს - მაია სანდუს, იმის გამო, რომ შუა ხნის ასაკში ჯერ კიდევ გაუთხოვარია. კონტრასტი ალექსის ქრისტიანობასა და ამ „აქტივისტი მღვდლის“ რწმენას შორის, არ შეიძლება იყოს უფრო მკვეთრი. ამ უკანასკნელის დაჯგუფება განაწილებულია იმისთვის რომ დაიპყროს.
 
2012 წელს, პრო-ევროპულმა მოლდოვურმა მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც ხელს უწყობდა სხვადასხვა ჯგუფების დისკრიმინაციის შემცირებას, სექსუალური უმცირესობების ჩათვლით. კანონმა მოლდოვურ ეკლესიაში დიდი აურზაური გამოიწვია. რუსეთის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ზოგიერთმა რელიგიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ისევე როგორც თავად ეკლესიამ, მოაწყო საპროტესტო აქციები და მსვლელობები და ლობირებდნენ კანონის წინააღმდეგ. მაგრამ კრემლის მიზანმიმართული კომუნიკაციის სტრატეგიის მიღმა, ეს კონსერვატიული დამოკიდებულებები ფართოდ არის გაზიარებული - თუმცა, არც ისე ხმამაღლა და არც ისე მხურვალედ.
 
პრომოლექსის პოლიტიკური მკვლევარების მიერ, სიძულვილის ენის შესახებ, 2018 წლის კვლევის თანახმად, მოლდოვაში, LGBT ჯგუფები ვერბალური თავდასხმის მთავარი სამიზნეა, მათ ჩამორჩებიან მუსლიმები, ქალები, ებრაელები და ათეისტები.
 
ამ რიტორიკის უმეტესი ნაწილი გამძაფრდა ეკლესიის დისკურსით. უამრავ ქრისტიანს ჭეშმარიტად სჯერა, რომ, მაგალითად, ქალის ეგრეთ წოდებული არასრულფასოვნება, ღვთის ნებაა, რადგან ქალი დამნაშავეა, მან ჩაიდინა პირველად ცოდვა, ხოლო სექსუალური უმცირესობები წარმოადგენს გომორას, რომლის განადგურებაც სურდა ღმერთს.
 
როგორც ნებისმიერი წიგნის, ბიბლიის ინტერპრეტაციის მრავალი გზა არსებობს. როგორც ნებისმიერი ძველი წიგნი, ბიბლიაც მოიცავს თავისი დროის უამრავ ისტორიულ ცრურწმენას. დღეს, არც ერთი ქრისტიანი აღმოსავლეთ ევროპაში არ ჩაქოლავს ხალხს, ან შეწირავს საკუთარ შვილებს ღმერთს, როგორც ძველმა და ახალმა აღთქმამ შეიძლება რომ გვირჩიოს. მაშინ რატომ ვუჭერთ მხარს სხვა ისტორიულ გადმონაშთებს? თუ ისტორიას გადავხედავთ, აშკარაა, რომ მორალი იცვლება - დღეს არავინ ფიქრობს, რომ მონობა მორალურია. ჩვენ მეტად უნდა განვიხილოთ, თუ რა გვჭირდება და გვინდა რომ შევინარჩუნოთ ბიბლიიდან, რის შექმნაზე გვინდა ფოკუსირება და რისი უკან დატოვებაა საჭირო.
 
მაგრამ ასე დაშორება მთავარი ქრისტიანული თემიდან - „გიყვარდეს მოყვასი შენი“, რასაც ზოგიერთი მღვდელი ბოროტად იყენებს, დაუშვებელია. ეს არის ფაშიზმი, რაც დაეუფლა ეკლესიას. მას არაფერი აქვს საერთო სიკეთესთან და ყველაფერი უკავშირდება კონტროლსა და ძალაუფლებას.
 
შეიძლება ადამიანმა სიყვარული გაიგოს სხვადასხვა გზით. მაგრამ სიყვარული არ არის, თანამემამულეებს ესროლო კვერცხები ან ქვები, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად „ცოდვილებად“ თვლი მათ. სიყვარული არ არის თანამემამულეებისთვის იმის თქმა, რომ მათ გული უნდა ამოიგლიჯონ მკერდიდან. ეს არის სიძულვილი. ეს არის ძალადობის სტიმულირება. ეს უნდა ისჯებოდეს კანონით. ამას უნდა გმობდეს მთელი საზოგადოება. ეს არის პოლიტიკური პროპაგანდა ერთადერთი მიზნით: გარკვეული ხალხის შენარჩუნება კრემლის ძალაუფლების ინტერესთა სფეროში.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები