სიახლეები

სოლიდარობა ბელარუს ხალხს

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2020-08-13 34065

9 აგვისტოდან ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ბელარუსის საზოგადოებამ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გაილაშქრა. 9, 10 და 11 აგვისტოს ლუკაშენკოს ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ბრუტალური ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენა, ამ დროისთვის დაკავებულია რამდენიმე ათასი ადამიანი, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი და დაშავებულია ათასობით მოქალაქე. შეზღუდულია გამოხატვის ყველანაირი საშუალება. დასავლური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომაც.

საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს ბელარუს ხალხს, რომლებიც დიქტატურის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში არიან ჩაბმულები. იმედი გვაქვს, თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს.  

საქართველოს პენცენტრი

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები