ღონისძიებები

თავისუფალი ლიტერა - გამარჯვებულები

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2022-02-05 255509
პრემია „ლიტერა“ სსიპ მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. ქვეყანაში არსებული ორი მასშტაბური ლიტერატურული პრემიიდან ერთ-ერთი „ლიტერაა“. 2016-2020 წლებში „ლიტერა“ ყოველწლიურად გაიცემოდა 6 ნომინაციაში, გამარჯვებულ ავტორებს გამოავლენდა დამოუკიდებელი ჟიური, რომელსაც არჩევდა მწერალთა სახლი.
 
2021 წელს პრემია პირველად დადგა ცენზურისა და გამჭვირვალების შეზღუდვის საფრთხის წინაშე. კულტურისა და სპორტის ახალმა მინისტრმა პრემიის ჟიურიში თავისი წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი მიავლინა. ეს პროცესი მწერლებმა აღიქვეს, როგორც ტოტალიტარულ დროში  გამართული კონკურსების ჟიურიში საბჭოთა სამთავრობო „ოდეერის“ მივლინება, რომელსაც შეეძლო დაეწუნებინა პარტიულ სულისკვეთებასთან შეუსაბამო ტექსტები. 
 
საქართველოს პენცენტრმა გადაწყვიტა, თავად ეტვირთა "ლიტერას" გადარჩენის ფუნქცია და დააარსა "თავისუფალი ლიტერა".
 
თავისუფალი ლიტერა არის მწერალთა და მკითხველთა თვითორგანიზებისა და სალიტერატურო თავისუფლების მაგალითი. 
 
დაჯილდოების ღონისძიება ჩატარდა 5 თებერვალს და ის გადაიცა ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში. 
 
 

ჟიურის წევრები იყვნენ:

ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე;

გიორგი ლობჟანიძე – პოეტი, მთარგმნელი;

ლანა კალანდია – მთარგმნელი;

ლელა კოდალაშვილი – კრიტიკოსი;

ოქტაი ქამუზოვი – ლიტერატორი;

ანასტასია ინასარიძე – კონსულტანტი დიზაინის ნომინაციაში.

 

ჟიურიმ ფარული კენჭისყრით გამარჯვებულები გამოავლინა:

 

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  • ალეკო შუღლაძე – „ლაბირინთი მანუელისთვის “, გამომცემლობა „პალიტრა L“
  • რუსუდან რუხაძე – „სიყვარულის წონა“, გამომცემლობა „ინტელექტი“

 

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

  • როსტომ ჩხეიძე – „მუხა უდაბნოში“, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება

 

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

  • ნატალია ავალიანი – შოთა იათაშვილი, „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“

 

წლის საუკეთესო დებიუტი:

  • ნანა აბულაძე – „აკუმი“, გამომცემლობა „ინტელექტი“

 

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  • ბათუ დანელია – „თოვლის ტენორი“, გამომცემლობა „პეგასი“

 

ილიას უნივერსიტეტის პრემია „სამოქალაქო თემების ასახვისთვის ლიტერატურაში“:

  • ეკა ქევანიშვილი, პოეტი, გამომცემლობა „ინტელექტი“

 

წლის საუკეთესო რომანი:

  • შოთა იათაშვილი – „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“

 

  • ბექა ქურხული – „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“, გამომცემლობა „ინტელექტი“

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები