სიახლეები

გაათავისუფლეს სპეცრაზმელი, რომელმაც მიტინგი დაარბია, დარბეული მომიტინგეები კი ციხეში რჩებიან

×
ფოტო: 1tv
ავტორის გვერდი 1970-08-22 30800

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს, ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, მიზეზად კი ლევან იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ამის ფონზე, ციხეში რჩებიან ე.წ. გავრილოვის პატიმრები. ადამიანები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ელოდებიან საბოლოო განაჩენს.

ლევან ჯიქურისა და ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, თუმცა, მოსამართლემ ეს მოცემულობა არ გაითვალისწინა. იმავე მოცემულობის გათვალისწინებით კი გაათავისუფლა სპეცრაზმელი, რომელიც მომიტინგეებს არბევდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მომიტინგე ლევან ჯიქური ვერ გადაადგილდება ეტლის გარეშე და პარალიზებული აქვს სხეულის ნახევარი.

საქართველოს პენცენტრი უერთდება 28 სექტემბერს, 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გამართულ საპროტესტო შეკრებას.

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები