წევრობა

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 1970-08-22 42581
პენ-ცენტრის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც იზიარებს საქართველოსა და საერთაშორისო პენ-ცენტრის წესდებებში ასახულ ღირებულებს და მიზნებს.
დაუშვებელია პენ-ცენტრის წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
პენ-ცენტრის წევრობის მსურველი წერილობით მიმართავს სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც განცხადების მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვისა განიხილავს წევრობის მსურველის განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას: 
      1. პირის პენ-ცენტრის წევრად მიღების ან
 
      2. პირისთვის პენ-ცენტრის წევრად მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
 
 
 
         პენ-ცენტრის წევრობის მსურველმა სამეთვალყურეო საბჭოს უნდა წარუდგინოს:
 
 
 
ა) წერილობითი განცხადება.
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრის სარეკომენდაციო წერილი.
გ) cv  (cv-ში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი პირის შემოქმედებითი საქმიანობა)
დ) ელექტრონული ფოტო სურათი (3X4)
 
 
 
        წევრს უფლებამოსილება უწყდება:
 
 
 
 
 
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;
გ) გარდაცვალებისას;
დ) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მისი პენ-ცენტრიდან გარიცხვის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.
ე) საწევროს გადაუხდელობის შემთხვევაში.
         წევრით, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდებით დადგენილ მოთხოვნებს, არ ასრულებს პენ-ცენტრის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებებს ან ჩაიდენს კანონსაწინააღმდეგო, პენ-ცენტრის სახელისა და ღირსების შემლახავ ქმედებას, სამეთვალყურეო საბჭოს  
 
        გადაწყვეტილებით შეიძლება გაირიცხოს პენ-ცენტრიდან.
 
 
 
       პენ-ცენტრის წევრს უფლება აქვს:
 
 
 
ა) მიიღოს ინფორმაცია პენ-ცენტრის საქმიანობის შესახებ;
ბ) მონაწილეობა მიიღოს გენერალურ ანსამბლეაში და აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი/წევრები და პრეზიდენტი;
გ) დადგენილი წესით ისარგებლოს პენ-ცენტრის კუთვნილი ქონებით;
დ) სამეთვალყურეო საბჭოს და პრეზიდენტს წარუდგინოს მოსაზრებები პენ-ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით.
 
 
       გაერთიანების წევრი ვალდებულია:
 
 
 
ა) დაიცვას პენ-ცენტრის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს პენ-ცენტრის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
გ) გადაიხადოს საწევრო შენატანი დადგენილი წესითა და ოდენობით.
 
პარტნიორები