გრიგოლ ორბელიანი


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map



ქართველი პოეტი-გენერალი, ქართული რომანტიკული სკოლის წარმომადგენელი გრიგოლ ორბელიანი 1804 წლის 2 ოქტომბერს, ქ. თბილისში დაიბადა.

გრიგოლის მამა, დიმიტრი ( იგივე ზურაბ) ორბელიანი საქართველოს უკანასკნელ მეფეებთან მსახურობის შემდეგ რუსულ სამხედრო სამსახურში შევიდა, სამხედრო სამსახურის შემდეგ  კი უზენაეს სასამართლოში დანიშნეს „ ზასედატელად“.

დედა - ხორეშანი ერეკლე მეფის შვილიშვილი იყო.

დიმიტრისა და ხორეშანს გრიგოლის გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავდათ: ზაქარია, ილია და ეფემია. - შემდგომში დედა ნიკოლოზ ბარათაშვილისა.

წერა-კითხვა დიმიტრი ალექსი მესხიშვილმა ასწავლა, შემდეგ კეთილშობილთა სასწავლებელში შეიყვანეს, რომლის დამთავრების მერე საარტილერიო სკოლაში გადაჰყავთ. 1816 წელს იგი იუნკრად შედის 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც 1820 წლამდე რჩება.

იმავე წელს, პარტუპეი-იუნკრის ჩინით გადადის საქართველოს გრენადერის პოლკში, 1821 წელს იგი უკვე პრაპორშჩიკია.

1822 წელს გრიგოლ ორბელიანი ჭარელი ლეკების დამარცხების მონაწილეა ალაზანთან, ხოლო 1826 წელს სპარსელების წინააღმდეგ იბრძვის შამქორთან და განჯაში, რისთვისაც ღირსეულად აჯილდოვებენ.

გრიგოლ ორბელიანი რუსეთ-რანისა და რუსეთ-ოსმალეთის ომებშიც აქტიურად მონაწილეობდა.

1830 წელს  მონაწილეობას იღებ გენერალ პასკევიჩის ექსპედიციაში ჭარ-ბელაქნელი ლეკების დასაშოშმინებლად, იმავე წელს მონაწილეობს გერენალ სტრეკალოვის მიერ ზაქათალის აღბაში.

1831 წელს  ნოვგოროდის ქვეითი პოლკისათვის კავკასიის კორპუსში შერჩეულ ჯარისკაცებს მიჰყვება რუსეთში, პეტერბურგისა და მოსკოვის მონახულების შემდეგ ერთი წელიწადის განმავლობაში ცხოვრობს ნოვგოროდში.

1833 წელს ნოვგოროდში მას აპატიმრებენ და აგზავნიან სამშობლოში. ბრალად წაუყენეს 1832 წლის ცნობილ შეთქმულებასთან კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ შეთქმულებასთან აშკარა კავშირი არ დაუმტკიცდა, ის ფაქტი, რომ იგი ამ შეთქმულებას თანაუგრძნობდა ეჭვს არ იწვევს, მისი წერილების თუ ლექსების გათვალისწინებით.

1833 წელს გაამწესეს ნევის პოლკში, აქედან გრძელდება მისი წარმატებული  სამხედრო მოღვაწეობა და იწყება მისი ცხოვრების მეორე პერიოდი.

5 წლის განმავლობაში  პოლონეთში სამხედრო მისიით ყოფნის შემდგომ, 1837 წელს, შვებულებით მოემგზავრება სამშობლოში. 1839 წელს გენერალ სიმბორსკის რაზმშია, რომელმსაც მეამბოხე მთიელების - დაღესტნელების დაშოშმინება ჰქონდა დავალებული, 1841 წელს მონაწილეობს გურიის გლეხთა აჯანყების ჩაქრობაში, 1842 წელს დაინიშნა გრენადერის პოლკის ერთ-ერთი ბატალიონის უფროსად.

1842 წელს გრიგოლ ორბელიანი დაღესტნის მიწებს იცავდა შამილისგან, ერთ წელიწადში დანიშნეს ავარიის ( დაღესტნის) მმართველად. აქ, თავისუფლების მსურველ მთიელებთან ბრძოლაში გრიგოლ ორბელიანმა თითქის 15 წელი გაატარა. ჯერ, როგორც სხვადასხვა ოლქების მმართველმა და პოლკის უფროსმა, შემდეგ, როგორც მთელი დაღესტნის ჯარების სარდალმა.

იბრძოდა  ქუთიშასთან, სალთთან, ჭუხთან, ტაბასარანსა და ყაითაღში, სალათაურში . .  თურმე შამილი ამბობდა მასზე „ევდოკომოვი და გრიგოლ ორბელიანი ჩემი ყველაზე დიდი მტრები არიან დაღისტანში . . . ‘’.

1859 წელს გრიგოლ ორბელიანი დაინიშნა მთავარმართბლის საბჭოს თავმჯდომარედ. იმავე წელს პირადად გაიცნო შამილი, თავის წერილებში პოეტი წერს:

„ შამილი გავიცანი პეტერბურგღში, კარგი დარბაისელი კაცი ყოფილა. მაგრამ გაოცებული იყო ყოვლითა მით, რასაც ჰხედავდა“ . . .


ამ აქტიური სამხედრო და პოლიტიკური ცხოვრების პარალელურად ვითარდებოდა გრიგოლ ორბელიანის - პოეტის შემოქმედებითი ცხოვრება - მან ნაყოფიერი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა წერილების, ლექსების, პოემების, თარგმანების სახით.

„ მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის“   - ძალიან საინტერესო მემუარულ - სამოგზაურო ტიპის პროზაული ტექსტია, რომელიც პოეტის თანამედროვეობას ძალიან საინტერესოდ გვიცოცხლებს.

მისი პირველი ნაწარმოებები - პროზაული მინიატურები - 1824 წლით არის დათარიღებული. ამავე წლით თარიღდება გრ. ორბელიანის პოემის "სადღეგრეძელო ანუ ომის შემდეგ ლხინი ერევნის სიახლოვეს" ადრეული ვარიანტი.  მისი პოეტური შემოქმედების საინტერესო ნაწილს წარმოადგენს ლექსები - "იარალის", 1832; "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში",  „ ჩემს დას ეფემიას“, „ ფსალმუნი“, „ მუხამბაზი“, „პასუხი შვილთა’ და სხვ.

ლირიულ-რომანტიულ პოემაში "სადღეგრძელო" (1827 - 1870 წწ.) გრ. ორბელიანმა გააცოცხლა ისტორიულ გმირთა სახეები;

ე.წ. „ მამათა და შვილთა ბრძოლაში“, რომელიც იდეური გაუგებრობა უფრო იყო, ვიდრე ბრძოლა, გრიგოლ ორბელიანი ‘“მამათა“ თაობის მხარდამჭერად გამოდიოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, დიდი პატივისცემით სარგებლობდა ე.წ. „ შვილთა“ თაობაშიც.

პოეტს ნათარგმნი აქვს ვ. ჟუკოვსკის, ი. კრილოვის, მ. ლერმონტოვის თხზულებანი; შექმნა ლექსები ა. პუშკინის მიხედვით.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, პოეტი რამდენჯერმე იყო შეყვარებული, თუმცა , მის არცერთ სიყვარულის ისტორიას კეთილი ბოლო არ ჰქონდა. იგი უძეოდ გადაეგო და მისი გარდაცვალებით ორბელიანების ამ შტოს ისტორიაც დამთავრდა.


  

ბმულები:

1.     http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-en-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.1&d=HASH01aa661aabdd2d39a044d0d4.5.fc  - გრიგოლ ორბელიანი, ლიტერატურული პორტრეტი /ზაზა აბზიანიძე/

2.     http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0---0---0prompt-10---4-------0-0l--11-ru-50---20-help---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&a=d&cl=CL1.24&d=HASH38d17ca41cd8225fd5be74.2.fc - კვლავ გრიგოლ ორბელიანის ცხოვრების ეპიზოდების შესახებ/ლეილა დარჩია;

3.      

http://burusi.wordpress.com/literature/grigol-orbeliani/






Additional Info

  • სახელი/გვარი: გრიგოლ ორბელიანი
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: 1804
  • გარდაცვალების წელი: 1883

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates