განცხადებები

გამოცხადდა თავისუფალი ლიტერა 2021

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2021-10-20 6046
საქართველოს პენცენტრი გახსნილად აცხადებს ,,თავისუფალ ლიტერას“ 6 ნომინაციაში:
 
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
წლის საუკეთესო რომანი
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
წლის საუკეთესო წიგნის  დიზაინი
წლის საუკეთესო დებიუტი
 
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია: 5000 ლარი.
 
შეგახსნებეთ, რომ "თავისუფალი ლიტერა" არის ერთჯერადი კონკურსი, რომელიც ჩაშლილი "ლიტერას" მხარდაჭერას ისახავს მიზნად. შესაბამისად, ლიტერატურული პრემიის კონკურსზე განიხილება მხოლოდ ის წიგნები, რომლებიც წლევანდელ  უკვე ჩაშლილ "ლიტერაზე" იყო წარდგენილი; წიგნის კონკურსზე წარდგენა შეუძლია მხოლოდ გამომცემელს;  კონკურსის შედეგებს აფასებს ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება, გამარჯვებული კი ფარული კენჭისყრით გამოვლინდება. ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.
 
გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის ელექტრონული ფორმატით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
 
განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელფოსტაზე: info@pencenter.ge 
 
 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ოქტომბერი, 00:00 საათამდე.
განაცხადის შემოტანის სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ამ ბმულზე. 
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
info@pencenter.ge
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები