განცხადებები

პენცენტრი უპირობო თანადგომას უცხადებს მედიასაშუალებებს

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 1970-08-22 22148

"საქართველოს პენცენტრი" სრულ და უპირობო თანადგომას უცხადებს "არტარეას" და ტელეკომპანია "პირველს", რომლებიც, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობით, აღმოჩნდნენ ხელისუფლების დარტყმის სამიზნეები. გვჯერა, რომ გამოხატვის თავისუფლების გზა გადის თავისუფალ და მიუკერძოებელ მედიაზე, რის მაგალითიც არის ორივე ზემოხსენებული ტელევიზია.

როდესაც საქმე ეხება მედიისა და ხელისუფლების დაპირისპირებას, ნდობის ისარი მედიის მხარესაა, მტკიცების ტვირთი კი ხელისუფლებას აწევს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მონახოს ყველა გზა, რითაც მოქალაქეებს დაგვარწმუნებს, რომ მედიასაშუალებებს საფრთხე არ ემუქრება და ადეკვატური რეაქცია შეაგებოს მინისტრ გახარიას მიერ (სავარაუდოდ) გაგზავნილ წერილს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობთ, რომ შესაძლოა, წერილი თავად ხელისუფლებამ წაიღოს.

 

საქართველოს პენცენტრი

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები