განცხადებები

ქართველი მწერლების ბოიკოტი ლიტერატურის ეროვნულ ფონდს

×
ქართველი მწერლები
ავტორის გვერდი pencenter.ge 1970-08-22 30101
ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლობები თვეების განმავლობაში ვადევნებდით თვალს დაუჯერებელ პროცესს - ქართული წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის, მათი არაერთი შედეგიანი საქმისა და პროექტის, თვით ამ ორგანიზაციის ორი არაჩვეულებრივად შედეგიანი ხელმძღვანელის დაუფასებლობას, ქართველი ავტორების სრულ უგულებელყოფას და მათი აზრის გაუთვალისწინებლობას.
 
ქართული წიგნის ცენტრმა, მისმა ხელმძღვანელმა, დეა მეტრეველმა, ყოველმა მისმა თანამშრომელმა, ახალი დამოუკიდებლობის წლებში ყველაზე საპასუხისმგებლო საერთაშორისო პროექტს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობას, თავი იმდენად სამაგალითოდ გაართვეს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის აღქმა შეცვალეს.
 
მწერალთა სახლმა, მისმა ხელმძღვანელმა, ნატაშა ლომოურმა და მისმა თანამშრომლებმა, წლების წინ გაჩანაგებული სახლი გადაიბარეს, სრულად უცვალეს სახე და მისგან საერთაშორისო მნიშვნელობის ლიტერატურული კერა შექმნეს - თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე ჩამოსვლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორებისთვისაც კი საინტერესო პერსპექტივად იქცა.
 
ამ თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას ვერ შევამჩნიეთ ვერც ამ მიღწევების დანახვისა და აღნიშვნის, ვერც ყველა იმ პირისათვის ანგარიშის გაწევის სურვილი, ვინც წიგნის სფეროსთანაა დაკავშირებული. სრულიად უგულებელყოფილია პარიზის 2021 წლის წიგნის ბაზრობისთვის მზადების საჭიროებანი - გამოცდილმა კადრებმა, რომლებიც ერთხელ უკვე საუცხოოდ გაუძღვნენ ფრანკფურტის ბაზრობას, შეუძლებლად მიიჩნიეს შეთავაზებული პირობებით მუშაობა და სამსახური დათმეს.
 
შეხვედრები, რომლებზეც ქვეყნისა თუ სფეროს მესვეურები გვპატიჟებიან, არის ფაქტების კონსტანტირებისა და მათ მიერ შექმნილ სურათზე ჩვენი დათანხმების მცდელობა. ბოლო ხანებში გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად მსახურებისთვის ჩვენი სფეროს ადამიანები მხოლოდ ისჯებიან. მაგრამ ქართველი მწერლები, როგორც ხელოვანი ადამიანების ერთობა, თუნდაც როგორც მის გარეთ მდგომი ცალკეული ხელოვანები, ასევე არ ვაღიარებთ ასეთი ხელისუფლების, ასეთი მინისტრების და მათი მოადგილეების მორალურ უფლებას, შეგვიცვალონ სამუშაო გარემო. ჩვენ კარგად გვახსოვს საყდრისი. ახალ საყდრისს მწერლობის სფეროში არც ამ, და არც სხვა პოლიტიკურ სპექტრს არ ავაფეთქებინებთ. ძალა არ არის თქვენკენ, ძალა გონებაშია, ძალა ინტელექტუალურ პროცესებშია. თქვენ მიერ შემოთავაზებულ შეხვედრებზე სიარული არ თავსდება ღირსებაზე, სამართლიანობაზე ჩვენს წარმოდგენასთან.
 
ჩვენი პასუხი შექმნილ სურათზე იქნება სრული ბოიკოტი - სრული დაუმორჩილებლობა ხელისუფლებისა და სამინისტროს გადაწყვეტილების მიმართ. ჩვენ ჯერ არ დაგვითხოვია იმ ორი ინსტიტუციის თანამშრომლები, რომლებიც ჩვენს სამუშაო პროცესში მხარს გვიჭერდნენ, ჩვენს ნაწერებს საერთაშორისო კონტექსტს ანიჭებდნენ და უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობისათვის ღირსეულ სივრცეს გვიქმნიდნენ.
 
ჩვენი ბოიკოტი იქნება ყოვლისმომცველი და ხმაურიანი, მასში ჩაერთვება საერთაშორისო სამწერლო საზოგადოება, მოვძებნით ალტერნატიულ ხერხებს ჩვენი წიგნების გამოსაცემად - ეს იქნება დროებითი ზომა, ჩვენს სრულ გამარჯვებამდე, ხსენებულ სფეროში სტატუს კვოს აღდგენამდე და სრულ სამუშაო პროცესში დაბრუნებამდე.
 
ესაა მწერალთა ინდივიდუალური პროტესტი. ყოველი ხელმომწერი პირადად აგებს პასუხს თავის პოზიციაზე, გმობს "მწერალთა სახლისა" და "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" ერთ ორგანიზაციად გაერთიანებას და მხარს უჭერს ახალშექმნილი "ქართული ლიტერატურის ფონდის" ბოიკოტს.
 
 
ხელმოწერა გრძელდება. ამ ეტაპზე ხელს აწერენ:
 
  1. ზურაბ კიკნაძე
  2. არჩილ ქიქოძე
  3. ქეთი ქანთარია
  4. პაატა შამუგია
  5. მალხაზ ხარბედია
  6. თამთა მელაშვილი
  7. ირაკლი ლომოური
  8. დიანა ანფიმიადი
  9. თემურ ჩხეტიანი
  10. ლუკა ბაქანიძე
  11. დალილა გოგია
  12. რატი ამაღლობელი
  13. გიორგი ლობჟანიძე
  14. შოთა იათაშვილი
  15. ნენე კვინიკაძე
  16. ანი კოპალიანი
  17. დათო რობაქიძე
  18. კატო ჯავახიშვილი
  19. ბათუ დანელია
  20. ხათუნა ცხადაძე
  21. თეონა დოლენჯაშვილი
  22. თამარ კვიჟინაძე
  23. ნინ ოსეფაშვილი
  24. ნათია მიქელაძე
  25. ივა ფეზუაშვილი
  26. ტორესა მოსი
  27. ბელა ჩეკურიშვილი
  28. ხათუნა თავდგირიძე
  29. ქეთი ნიჟარაძე
  30. ზურაბ რთველიაშვილი
  31. ნინო სადღობელაშვილი
  32. გაგა ნახუცრიშვილი
  33. ზურა პაპიაშვილი
  34. ლიკა ჩაფიძე
  35. ლევან ბერძენიშვილი
  36. მაკა კასრაძე
  37. ირმა შიოლაშვილი
  38. აბო იაშაღაშვილი
  39. ანა ჩიქოვანი
  40. დარეჯან კიკოლიაშვილი
  41. ზაალ ანდრონიკაშვილი
  42. მერაბ ფიფია
  43. ფარნა-ბექა ჭილაშვილი
  44. გიორგი მაისურაძე
  45. თამრი ფხაკაძე
  46. ზვიად რატიანი
  47. დათო გაბუნია
  48. მანანა მათიაშვილი
  49. ლაშა ბუღაძე
  50. ნიკა ლაშხია
  51. ალექსანდრე ლორთქიფანიძე
  52. სალომე ბენიძე
  53. ნინია ხარატიშვილი
  54. დათო გორგილაძე
  55. ზაზა კოშკაძე
  56. გურამ შევარდნაძე-მაცხონაშვილი
  57. ეკატერინე ტოგონიძე
  58. გიორგი კაკაბაძე
  59. იუნონა გურული
  60. მანანა ღარიბაშვილი
  61. დავით კაკაბაძე
  62. დავით ჩიხლაძე
  63. სოფო ბენდიაშვილი
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები