განცხადებები

პენცენტრი: დაისაჯონ 5 ივლისის დარბევაში მონაწილე საერო და სასულიერო პირები

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2021-07-11 4390

გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს სიძულვილის ჯგუფებმა. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა.

საქართველოს პენცენტრი გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს.

ვუერთდებით საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან აღშფოთებას და მოვითხოვთ, დაისაჯონ 5 ივლისის დარბევაში მონაწილე საერო და სასულიერო პირები, რომლებმაც მშვიდობიანად შეკრებილი მოქალაქეები სასტიკად დაარბიეს და გამოიწვიეს ფატალური შედეგები.

კერძოდ კი: აღიძრას სისხლის სამართლის ახალი საქმე და ამ საქმის გამოძიების დასრულებამდე უნდა გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც წააქეზა ზიზღის ჯგუფები, ამ საქმის გამოძიების დასრულებამდე უნდა გადადგეს ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და აღიძრას საქმე ყველა სასულიერო პირის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ საკუთარი მოქალაქეების სასტიკ დარბევაში.

 

საქართველოს პენცენტრი

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები