განცხადებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთის შესახებ

×
ფოტო: რადიო თავისუფლება
ავტორის გვერდი pencenter.ge 2022-05-17 10148
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და „მთავარი არხის” გუნდს.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება და ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ, რათა შეწყვიტონ ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულად გაშუქება, არ შეასრულონ ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია და უარი თქვან ხელისუფლებისთვის არასასურველი ფაქტების საზოგადოებამდე მიტანაზე.
კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და მსჯავრდების კიდევ ერთ მაგალითს.
 
ვფიქრობთ, მსგავსმა პროცესებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე.
 
ხელმომწერი ორგანიზაციები (განახლებადი სია):
 
  • საქართველოს პენცენტრი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  •  საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • მედიაომბუდსმენი 
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • Საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch)
  • მწვანე ალტერნატივა
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • Საზოგადოება და ბანკები
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • Სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
  • დემოკრატიის ინსტიტუტი
  • ევროპის ფონდი
  • ცენტრი “ემპათია”
  • მწვანე სექტორი 
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი 
  • საფარი
  • სირცხვილია • Shame Movement
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები