განცხადებები

პენცენტრი გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის პატიმრობის შეფარდებას უსამართლოდ მიიჩნევს

×
სასამართლო
ავტორის გვერდი pencenter.ge 2024-01-25 2832

23 იანვარს, ხატიაშვილების ოჯახის ძალადობრივი გამოსახლების დროს დაკავებულებს - თსუ-ს ლექტორს, ისტორიკოს აკაკი ჩიქობავასა და ილიაუნის დოქტორანტს, მთარგმნელ გიორგი ხასაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე დავით კუტალაძემ არ გაიზიარა ბრალდებულების ადვოკატის შუამდგომლობა გირაოს და თავდებობის შესახებ. აკაკი ჩიქობავას თავდებში უდგებოდნენ თსუ-ს პროფესორები ალექსანდრე ბოშიშვილი და თედო დუნდუა. ხოლო გიორგი ხასაიას – ილიაუნის პროფესორები, თამთა მიქელაძე და ქეთევან გურჩიანი.

მანამდე თსუ-ს და ილიაუნის მეცნიერებმა მიმართეს სასამართლოს თხოვნით, არ შეეფარდებინათ  მათი კოლეგებისთვის წინასწარი პატიმრობა.  

საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ ესაა უსამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც აქტივისტების სამაგალითო დასჯა და შესაბამისად, პროტესტის ჩახშობის მცდელობაა და მოითხოვს დაკავებულების გათავისუფლებას!

 

ფოტო: publika.ge 

 

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები