ღონისძიებები

სიძულვილი და ცენზურა - ქეთი ქანთარიას ლექცია 17 სექტემბერი, 19:00 საათი

×
(c) რადიო თავისუფლება
ავტორის გვერდი pencenter.ge 2018-08-22 35127

სამშაბათს, 17 სექტემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ქეთი ქანთარიას საჯარო ლექცია "სიძულვილის ენა და ცენზურა".

მოდერატორი: პაატა შამუგია

ლექცია ტარდება საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ" ფარგლებში.

პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი) სიძულვილის ენის შესახებ დისკუსიების წარმოება. პროექტის ფარგლებში ჩატარდება სამი საჯარო ლექცია და პრესკონფერენცია.

მონაწილე ავტორების სტატიები მშობლიურ ქვეყნებში არსებული ვითარებისა და სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ ეტაპობრივად გამოქვეყნდება პროექტის ვებგვერდზე, რომელსაც, ასევე, წარმოგიდგენთ სამშაბათს, ლექციის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება "გერმანიის მარშალის ფონდის", Black Sea Trust-ის მხარდაჭერით.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები