განცხადებები

თავისუფლების სიგნალი - პენცენტრი ვაჟა ექიმის მხარდამჭერ აქციას უერთდება

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2019-12-07 26596
27 დეკემბერს 19:00 საათზე თბილისის წიგნის სააახალწლო ფესტივალზე ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით საერთო მიმართვა გაავრცელეს.
 
"საქართველოს პენცენტრი უერთდება აქციას „თავისუფლების სიგნალი“, რომელიც მიზნად ისახავს უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერას და შიდა თუ საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის შეფხიზლებას.
 
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ექიმმა გაფრინდაშვილმა გაბედული სამოქალაქო აქტი ჩაიდინა, რითაც აღადგინა ფსიქოლოგიური ბალანსი. ხელისუფლების უპრინციპობის, წაგებული ომებისა და ეკონომიკური კოლაფსის ფონზე, გაფრინდაშვილის პრინციპული საქციელი გახდა მორალური ბარომეტრი.
პენცენტრი მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ხაზი გამოხატვის თავისუფლებაზე გადის. სწორედ საკუთარი აზრის გამოხატვის გამო ზის ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხეში და არა ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო. ე.წ. საზღვარი ამ წლების განმავლობაში ბევრ მოქალაქეს „გადაულახავს“, მაგრამ, სტანდარტულად, რამდენიმე დღის შემდეგ ყველა მათგანი ჯარიმით გამოდიოდა. ექიმის შემთხვევაში კი, „ბრალის“ დამძიმება განაპირობა მისი გამოხატვის თავისუფლებამ, მისმა პრინციპულმა აზრმა, რომ ის არ იზიარებდა ოკუპირებული რეჟიმის მიერ თავს მოხვეული საზღვრის იდეას. აღსანიშნავია, რომ მის ამ აზრს საოკუპაციო რეჟიმთან და ე.წ. საზღვართან დაკავშირებით სრულიად ეთანხმება მთელი მსოფლიო, გარდა თავად საოკუპაციო რეჟიმისა და მისი სატელიტი სამიოდე ქვეყნისა.
 
ცხადია, სიგნალი სიმბოლურია, მაგრამ ამ სიმბოლოებს აქვს რეალური მნიშვნელობა და შედეგები, როდესაც ის მორალურ ღერძს ეყრდნობა. ჩვენი მორალური ღერძი ისტორიის ამ კონკრეტულ მონაკვეთში არის ვაჟა გაფრინდაშვილის სამოქალაქო აქტი. 29 დეკემბერს, საქართველოს ყველა ქალაქში და სოფელში, 19.00 საათზე, შემოგვიერთდით ყველა, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა გაღელვებთ, ვისაც ადამიანის თავისუფლება გაღელვებთ, ვისაც საკუთარი თავი გაღელვებთ. მისია მარტივია - დაასიგნალეთ, სადაც იქნებით, საკუთარი ავტომობილიდან! #თავისუფლება ვაჟა ექიმს. “
 
ხელმომწერები:
 
ნესტან ნენე კვინიკაძე, ზაალ ანდრონიკაშვილი, პაატა შამუგია, ერეკლე დეისაძე, ტორესა მოსი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ბესო სოლომანაშვილი, კატო ჯავახიშვილი, სალომე ბენიძე, ხათუნა თავდგირიძე, მაკა კასრაძე, ბექა ადამაშვილი, თამთა მელაშვილი, ირმა მალაციძე, გაგა ნახუცრიშვილი, ლადო კილასონია, ეკატერინე ტოგონიძე, გვანცა ჯობავა, ბექა ქურხული, ოთარ ჯირკვალიშვილი, მაია ალუდაური, ნიკა ლაშხია, ლაშა ბაქრაძე, ნიკა ჩერქეზიშვილი, ნატა ჟვანია, ნინო სადღობელაშვილი, ლუკრეციო ბაკანიძე, ლელა შუბითიძე, შორენა შამანაძე, ირინე ჭოღოშვილი, თამარ ფხაკაძე, ანი კოპალიანი, თამარ კვიჟინაძე, ნატაშა ლომური, მედეა იმერლიშვილი, ხათუნა ცხადაძე, მარი კორინთელი, დიანა ანფიმიადი, დარეჯან კიკოლიაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ლელა სამნიაშვილი, რეზო გეთიაშვილი.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები